26 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა სასამართლოს 5 იანვარის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვით, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე არცერთ ბრალდებას არ ეთანხმება და სწორედ ეს გახდა გასაჩივრების მიზეზი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულების შეწყალებისთვის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ 5 იანვარს ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

დღის ამბები