26 აპრილი 2024,   16:37
ვრცლად
დავა ბავშვისთვის - მამის გარდაცვალების შემდეგ, მამიდები არასრულწლოვანს დედასთან ცხოვრების უფლებას არ აძლევენ

დავა ბავშვისთვის - მამის გარდაცვალების შემდეგ, მამიდები არასრულწლოვანს დედასთან ცხოვრების უფლებას არ აძლევენ. ბავშვის თვითგამოცხადებულმა მეურვეებმა ერთადერთ მშობელს ბავშვთან მიახლოება აუკრძალეს, ახლა კი ცემით ემუქრებიან.

48 წლის ნანა ტარიელაშვილი შვილის დაბრუნებას ითხოვს. ის ამბობს, რომ 14 წლის შვილი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მულებმა ძალადობის გზით წაიყვანეს. 

წართმეული შვილის დაბრუნებას ნანა ტარიელაშვილი სასამართლოს გზით ცდილობდა, თუმცა, მოსამართლემ მას დედობის უფლება ჩამოართვა. პროცესის დროს კი ნანა ტარიელაშვილის მტკიცებით, მულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

რძლის ცემას მანანა და ლელა გასიშვილები უარყოფენ და ნანა ტარიელაშვილს მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ 14 წლის მოზარდმა მამის გარდაცვალების შემდეგ მამიდებთან ცხოვრება თავად მოინდომა.

ოჯახური კონფლიქტის გამო, 14 წლის მოზარდს ამ დრომდე არ ჰყავს მეურვე, რის გამოც არ აქვს დოკუმენტები და ამიტომ სკოლაში არა მოსწავლის, არამედ მსმენელის სტატუსით დადის.

ვიდრე მერვე კლასის მოსწავლე გაიზრდება და თავად აირჩევს მის საცხოვრებელს, დავა მულებსა და რძალს შორის კიდევ ერთხელ გადაინაცვლებს სასამართლოში.

დები გასიშვილების წინააღმდეგ ნანა ტარიელაშვილი სასამართლოში ახალ დავას დაიწყებს.

დღის ამბები