26 აპრილი 2024,   16:37
ვრცლად
მესამე სექტორი თვლის, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესისგან ანა დოლიძის ჩამოშორებამ ტენდენციური სახე მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის საბჭოში ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ განცხადებას აქვეყნებენ. მესამე სექტორის შეფასებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესისგან ანა დოლიძის ჩამოშორებამ ტენდენციური სახე მიიღო და ის მიმდინარე პროცესის ხარისხს აზიანებს.

სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და კონკურსში მონაწილე მოსამართლეებს განსხვავებული მოსაზრებების გამო არ დაუშვან საბჭოს ცალკეული წევრების და მთლიანად საბჭოს ფუნქციონირების პარალიზება, გასაჯაროვდეს ანა დოლიძის აცილების თაობაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და მათი დასაბუთება.

დღის ამბები