20 ოქტომბერი 2018,   13:46
ვრცლად
„რაც გუშინ ვიხილეთ, იყო გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვა,“ - გიგა ბოკერია სააკაშვილის შესახებ საუბრობს

„რაც გუშინ ვიხილეთ, იყო გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვა,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან  დაკავშირებით გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ცალკე პარტიულ კანდიდატს გამარჯვების შანსი ნაკლებად ექნება.

გიგა ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, მათი თანამშრომლობის შესაძლებლობას ამცირებს. 

„თან საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისკენ მოგვიწოდებს, თან იძახის არჩევნებით ივანიშვილის დამარცხებას აზრი არ აქვს, ეგ არ გამოვაო. თან ერთიანობაზე საუბრობს, თან ბინძურ ცილისწამებას აგრძელებს „ასავალ-დასავალის“ თვითონ „ქართული ოცნების“ სტილში. თან იძახის, რომ მე თუ ქართულ ციხეში აღმოვჩნდიო, რაც მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, მაშინ ივანიშვილი რეჟიმი დასრულდებაო. ესეგი, ქართველი ხალხი იტანს ქვეყნის დანგრევას 5 წელია, უბრალოდ მის დაჭერას ვერ აიტანს. ეს რა ლოგიკაა? მისი დამოკიდებულება ასუსტებს თანამშრომლობის შესაძლებლობას, ამაზეა საუბარი, თორემ პროდასავლური ოპოზიცია უნდა თანამშრომლობდეს, ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ეს თანამშრომლობა ვერ იქნება სააკაშვილის ფიგურის გარშემო თანამშრომლობა, რაც დადასტურდა გუშინდელი მისი გამონათქვამებით,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები