26 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
"მისი ძალისმიერი მეთოდებით დეპორტაცია ვითარებას კიდევ უფრო უარესს ხდის" - კარლ ბილდტი სააკაშვილის პოლონეთში გაძევებას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას და პოლონეთში გაძევებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. განცხადება ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.

"მიხეილ სააკაშვილისთვის ერთადერთი მოქალაქეობის ჩამორთმევა ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევა იყო. მისი ძალისმიერი მეთოდებით დეპორტაცია ვითარებას კიდევ უფრო უარესს ხდის" - წერს კარლ ბილდტი.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინიდან ძალის გამოყენებით დეპორტაციას, პენტაგონის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი გამოეხმაურა.

მაიკლ კარპენტერი წერს, რომ "ფარული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კანონის გამოყენება შესაძლოა კანონიერების აურას ქმნიდეს, მაგრამ პოლიტიკურად ეს ცუდი გადაწყვეტილებაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები