26 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
იანუკოვიჩმა მაიძულა, უკრაინა დამეტოვებინა, რამდენიმე დღეში ის ხელისუფლებიდან წავიდა - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდი გაიხსენა, როცა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ის ქვეყნიდან გააძევა.

უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაშინ მისი უკრაინიდან დეპორტაცია იანუკოვიჩის წასვლით დასრულდა.

„2013 წლის დეკემბერში ვარშავაში ვიყავით, ჩვენ ჩავფრინდით ევროპარლამენტარებთან ერთად კიევში, დაბრკოლებების შემდეგ, რადგან შავ სიაში ვიყავი და ჩემი უკრაინაში შეშვება არ უნდოდათ. 4 დღის შემდეგ იანუკოვიჩმა მაიძულა, უკრაინა დამეტოვებინა გაძევების მუქარით. რამდენიმე დღეში იანუკოვიჩი ხელისუფლებიდან წავიდა. მეორე დღესვე ჩავედი კიევში. ასე რომ, ეს მარშრუტები ჩემთვის ნაცნობია, ამიტომ შემდეგ ჯერზეც ასე მოხდება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი გუშინ კიევში, რესტორან "სულგუნში", უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერში პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები