02 მაისი 2024,   03:22
ვრცლად
კალაძემ ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერმა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა. კახა კალაძის განცხადებით, ახალი დეპარტამენტი არქიტექტურის სამსახურიდან გამოიყო, რომელიც ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან ერთად ურბანული განვითარების პოლიტიკას შეიმუშავებს.

თბილისის მერის განმარტებით, ქალაქის ქაოტური განაშენიანება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული განვითარების სწორი ხედვის ჩამოყალიბება. 

დღის ამბები