26 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
"მუხთარლის საქმე არის ქვეყნის ღირსების საკითხი - ელენე ხოშტარია

მუხთარლის საქმე არის არა რომელიმე პარტიის საკითხი - ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა. 

ხოშტარიას თქმით, "ევროპული საქართველო" საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ბიუროს სხდომაზე დააყენებს. 

გარდა ამისა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გატაცების საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს საგარეო საქმეთა მინისტრსაც. მიხეილ ჯანელიძე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. 

„მუხთარლის საქმე არის არა რომელიმე პარტიის საკითხი. ჩვენ ივნისიდან მოყოლებული დარეგისტრირებული გვაქვს მოთხოვნა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ეს არის არაპარტიული საკითხი, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ღირსების და უსაფრთხოების საკითხი, რომ ქვეყანამ გასცეს პასუხი უმძიმეს ბრალდებებს რომელიც არის ამ საქმეზე,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღეს 34 -მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მედია საშუალებებმა და მათშორის „რუსთავი 2“-მა მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამ ტიპის საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბებას უკვე დიდი ხანია ითხოვს საპარლამენტო უმცირესობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები