02 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია პულისს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია პულისს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი, თენგიზ ფხალაძეც ესწრებოდნენ.

სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო.

შეხვედრისას განიხილეს ასევე, ის დღის წესრიგიც, რომელიც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს.

დღის ამბები