26 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
"რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა", რომელთან თანამშრომლობასაც ანა დოლიძეს ედავებიან, რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში საქმეებს აწარმოებდა - საია

დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ანა დოლიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები. გაირკვა, რომ ორგანიზაცია, სახელწოდებით "რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა", რომელთან თანამშრომლობაც ანა დოლიძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო, რუსეთის ხელისუფლებისთვის კომფორტული არ არის.

არსებული ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციას რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, არაერთი სარჩელი აქვს შეტანილი.

„ჩვენ გვქონდა პროექტი რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან, რომლის მთავარი მიზანი იყო რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა სახელით, რუსეთის წინააღმდეგ საქმის წაღება. საკმაოდ მოცულობითი საქმეები გვაქვს ჩვენ „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან“ ერთად წაღებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ,“-განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა თამარ აბაზაძემ.

„რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა“ აქტიურად თანამშრომლობდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა სარჩელების შესახებ. სწორედ ამიტომ საბჭოს წევრების ბრალდება ანა დოლიძის მიმართ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ, მიუღებელია სამოქალაქო სექტორისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები