02 მაისი 2024,   06:42
ვრცლად
"ელიტური კორუფციის ხერხემალში გადატეხვა ვერ შევძელით"-მესამე სექტორი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას ითხოვს

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო" ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კორუფციის ნიშნებთან დაკავშირებით არსებული კითხვების მოსახსნელად, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სამსახური.

„დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური იქნებოდა ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანა რეალურად ძალიან მაღლა აყენებს ღია მმართველობის დღის წესრიგს. მაღალი დონის კორუფცია მოუშუშებელ სენად იქცა ამ ქვეყანაში უკვე წლების მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა დონეზე კორუფცია ფაქტიურად დამარცხებულია. ზედა დონეზე ელიტური კორუფციის ხერხემალში გადატეხვა ვერ შევძელით,“-განაცხადა "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ონიანმა.

დღეს ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის გლობალურ ინდექსში გაუარესდა. კერძოდ, თუკი გასულ წელს საქართველო მსოფლიოში 44-ე იყო, წელს ის 46-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა 2 ქულით. 56-მდე შემცირდა საქართველოსთვის მინიჭებული შეფასებაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები