26 აპრილი 2024,   06:47
ვრცლად
აქცია სოფელ რუისპირში - ადგილობრივები მიწის გასხვისებას აპროტესტებენ 

საპროტესტო აქცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში- ადგილობრივი მოსახლეობა 15 ჰექტარი მიწის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების თქმით, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ მიწა ორ სხვადასხვა ინვესტორს 3 წლის წინ მიჰყიდა და ადგილზე აგარაკის მშენებლობა იწყება.

რუისპირელები ამბობენ, რომ ტერიტორიას ადგილობრივები საძოვრებად და დასასვენებელ ადგილად იყენებენ.

დღეს მათ ადგილზე მობილიზებულ ტექნიკას მუშაობის უფლება არ მისცეს. ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.

ხელისუფლება მოსახლეობას სასამართლოში ჩივილს ურჩევს.

ინვესტორის განცხადებით კი, მათ მიწა კანონის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროსგან იყიდეს.

დღის ამბები