06 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ქართველი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ახალგორის რაიონში დააკავეს. მათი მტკიცებით,  დაკავებული თავდაცვის უწყების წარმომადგენელი იყო.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტატუნაშვილს დაკავებისას წარუდგინეს მტკიცებულებები, რომ ის მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ,,მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერების შემდეგ ეჭვმიტანილი საკუთარ თავში ჩაიკეტა“ და უარი განაცხადა თარჯიმანსა და ადვოკატზე, რის შემდეგაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

განცხადებაში წერია, რომ ამის შემდეგ ტატუნაშვილმა თვითმკვლელობა ციხის ერთ-ერთი თანამშრომლის იარაღით სცადა, რა დროსაც მის შეჩერებას ბადრაგი შეეცადა, წინააღმდეგობის გაწევისას ტატუნაშვილი დაეცა და დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები