02 მაისი 2024,   03:40
ვრცლად
ყველა დონეზე მოვახდენთ რეაგირებას და მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაყენებას - სესიაშვილი ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრობს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ქართველი სამხედროს გარდაცვალების ფაქტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება.

სესიაშვილი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა დონეზე მოახდენს რეაგირებას, რათა დადგინდეს გარდაცვალების რეალური მიზეზი და ასევე დადგეს დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი.

"უმძიმესი ფაქტია. პირველ რიგში ოჯახს ვუსამძიმრებ. ეს არის სამწუხაროდ, სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. იცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე ჩართულია პროცესში და ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობს დაადგინოს რეალურად რა იყო გარდაცვალების მიზეზი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დონეზე მოვახდენთ რეაგირებას და მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაყენებას“-აცხადებს სესიაშვილი.  

დღის ამბები