18 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
12 დღე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან - ცხედრის გადმოსვენების თარიღი ამ დრომდე უცნობია 

12 დღის შემდეგ, ისევ უპასუხოდ არის დარჩენილი კითხვები - ვინ მოკლა არჩილ ტატუნაშვილი და როდის გადმოასვენებენ მის ცხედარს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული სიკვდილის ვერსიის არ სჯერათ თავად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც.

კურიერთანსაუბარში ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან შესაძლო კავშირში მყოფი ახალგორის ადმინისტრაციის უფროსი ფილიპ ხაჩიროვი ყოფილი სამხედროს გარდაცვალებას ბუნდოვანს უწოდებს.

ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი, თუ როდის გადასცემენ ოჯახს მიცვალებულს არ არსებობს არც რუსეთის საპატრიარქოსგან. პატრიარქ კირილეს წერილს საქართველოს საპატრიარქოში ამ დრომდე ელიან.

არჩილ ტატუნაშვილი, საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს ახალგორში დააკავა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ე.წ. უშიშროების სამსახურმა მეორე დღეს გაავრცელა, საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა, მეორე ვერსიით კი მან თვითმკვლელობა სცადა, რა დროსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. 

ცხედარის გადმოცემის ზუსტ თარიღს საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე არ ასახელებს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ამბობს, ექსპერტიზა მოსკოვმა უნდა ჩაატაროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები