27 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
"მჯერა თუ არა მისი გარდაცვალების ვერსიის? რომ მჯეროდეს გეტყვით კის" - ფილიპ ხაჩიროვის სკანდალური ინტერვიუ ტატუნაშვილის საქმეზე

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ოფიციალური ვერსიის თავად საოკუპაციო რეჟიმის ჩინოვნიკებსაც არ სჯერათ.

„კურიერი“ დღეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან შესაძლო კავშირში მყოფ, ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს დაუკავშირდა. ფილიპ ხაჩიროვი, რომელიც ბოლო ერთი კვირაა თავს იმართლებს, რომ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის, ღიად აცხადებს - ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ ცხინვალის უმაღლესი პოლიტიკური პირებისთვისაც კი დამალულია.

„სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა. მჯერა თუ არა ამ ვერსიის, მიჭირს გითხრათ. რომ მჯეროდეს გეტყვით კის, რომ არ მჯეროდეს გიპასუხებდით არას. მაგრამ როდესაც ინფორმაცია ბუნდოვანია რთულია რაიმე ამტკიცო. ყველას შეიძლება დაემართოს,”-ამბობს ფილიპ ხაჩიროვი.

ფილიპ ხაჩიროვი "კურიერს" უყვება იმასაც, რომ 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული რუსულ სპეცსამსახურებზეა, რომელებმაც ხაჩიროვის თქმით ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემაზე რეზოლუცია უნდა გასცეს.

წილკანში კი, ყოფილი ქართველი სამხედროს ოჯახი უკვე მე-11 დღეა მძიმე მოლოდინით ცხოვრობს. ხელისუფლების, საპატრიარქოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის მიუხედავად, ამ დრომდე ტატუნაშვილებს ვერავინ ეუბნება, როდის გადმოასვენებენ მათ გარდაცვლილ შვილს. 

დღის ამბები