26 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება არის სამწუხარო შეხსენება თუ რა ფასი აქვს კონფლიქტს - დონალდ ტუსკი

საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს.

მხარეებმა ძირითადად, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებასა და ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ისაუბრეს.

„ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა ძლიერია. უვიზო რეჟიმი და ორმხრივი ვაჭრობის ზრდა ჩვენი კარგი თანამშრომლობის მკაფიო მაგალითია. ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ხელშესახები შედეგი მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ხელს უწყობს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას. მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომ უზრუნველყოფილი იყოს უვიზო რეჟიმის სათანადო ფუნქციონირება. ევროკავშირი ერთგული რჩება კონფლიქტის მოგვარების მიმართ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეშფოთებას გამოვთქვამთ მცოცავი ოკუპაციის მცდელობების მიმართ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება და დანარჩენი ორი პირის დაკავება არის სამწუხარო შეხსენება თუ რა ფასი აქვს კონფლიქტს,“- განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ამ წუთებში კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა გრძელდება.

დღის ამბები