26 აპრილი 2024,   07:06
ვრცლად
ვიღაცას ვუმტკიცებთ, რაც ცხადია - რუსეთი არის ოკუპანტი - გიორგი კეკელიძე

„ვიღაცას ვუმტკიცებთ, რაც ცხადია - რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის ოკუპანტი არა დღეს და არამედ იყო გუშინაც და გუშინწინაც“,- ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან ღია წერილზე ილაპარაკა, სადაც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძვლად ნატო-სკენ სწრაფვა სახელდება.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ დავაღწიოთ თავი ოკუპაციას, ამ დროს ჩვენთან ტოპ სასაუბრო თემად შემოდის, არის თუ არა ოკუპანტი რუსეთი. მთელი ჩვენი ყურადღება, ენერგია ამ ტიპის დისკუსიაზე გადასული. ვიღაცას ვუმტკიცებთ, რაც ცხადია - რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ოკუპანტია არა დღეს, არამედ იყო გუშინაც და გუშინწინაც“,- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

გიორგი კეკელიძემ და სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში აშშ-სა და ევროპაში საქართველოს სასულიერო პირების ვიზიტზე ისაუბრეს.

„მათი მრევლიც, ალბათ, დაიბნეოდა, გუშინ ამერიკა ეშმაკის მოციქული იყო და დღეს მეგობარი გახდა“,- განაცხადა ქეთი დევდარიანმა.

დღის ამბები