26 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
გაჩეხილი ნაძვი და ფიჭვი - 100-ზე მეტი ხე სოფელ კვირიკეში ივანიშვილის ხისთვის გზის გასათავისუფლებლად გაანადგურეს

სოფელ კვირიკეში არსებული ქარსაცავი ზოლი განადგურებულია.  ადგილი, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხემ უნდა გაიაროს გაჩეხეს ყველაფერი, რაც ევკალიპტს გადატანას ხელს უშლიდა. მოჭრილია 100-ზე მეტი საღი ნაძვი და ფიჭვი. მწვანე საფარი კი ერთი კილომეტრის მანძილზეა განადგურებული.

გარდა ამისა, იგივე მიზეზით გაიჩეხა კერძო მეპატრონეების ეზოში მდგარი ხეებიც, რომელზეც ნებართვა მეპატრონეებისთვის არავის უთხოვია.

მოჭრილი ხის მეპატრონეებს სანაცვლოდ ანაზღაურებასაც დაპირდნენ, თუმცა ჯერ არაფერი მიუღიათ.

ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო ადგილობრივ ხელისუფლებას პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობა“ უჩივლებს. 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები