26 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
"პირველად არ ხდება, როდესაც რეალური სასურველით იცვლება"- ციხელაშვილი ამბობს, რომ რუსეთმა პრემიერის განცხადება არასწორად გაიგო 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო უწყების მიერ საქართველოს პრემიერის საპასუხო განცხადებას ეხმაურება. 

ლავროვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სურვილს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ პრემიერის განცხადება არასწორად თარგმნა და მათაც კარგად იციან, რომ საქართველო სეპარატისტულ რეჟიმებთან დიალოგს არ გულისხმობდა.

„ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადებაში ძალიან ცალსახად იყო ხაზგასმული ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი და მომენტი, რომელიც მათ შორის გახლავთ რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგების წინაპირობა, ამაში ვგულისხმობ  კონფლიქტის მოგვარებასა და მთავარი გამოწვევის დაძლევას, რომელიც 2008 წლიდან გვაქვს. რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, როდესაც რეალური სასურველით იცვლება. საუბარი არსად ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ბუნებრივია ეს ვერ იქნებოდა და ძალიან კარგად ესმით.

საუბარი გახლავთ აფხაზებსა და ოსებთან, საზოგადოებასთან, ფართოდ, ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ჩვენ წარმოგვიდგენია ერთად მომავალში ცხოვრება და ამ მომავლის მშენებლობა“-აცხადებს ციხელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები