26 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ვანსა და ხონში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესზე იმსჯელეს

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დღეს ვანსა და ხონში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესზე იმსჯელეს. კომისიის წევრებს დარღვევებზე ინფორმაცია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა მიაწოდა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ორ რაიონში წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

„გიგი უგულავა ატარებდა თავის საარჩევნო კამპანიას და ბაზარში გადაიღო ფოტო ორ ადამიანთან ერთად, რომელთაც აქვთ მცირე ბიზნესი. მათ მიადგა „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ადგილობრივი წარმომადგენელი, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ საკრებულოში და 3 ათას ლარიანი ჯარიმით დაემუქრა ამ გადაღებული ფოტოსა და გამოხატული სიმპათიის გამო“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ.

უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მესამე სექტორს კითხვები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით აქვს.

 

დღის ამბები