26 აპრილი 2024,   07:07
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მოსახლეობა საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართება

სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობამ საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. ისინი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ჰესების მშენებლობა მოსახლეობას, გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხეს უქმნის. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობას არასწორი ენერგოპოლიტიკა აქვს.

სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის  მოსახლეობა აზიის განვითარების ბანკის ოფისთან იყო შეკრებილი, მოგვიანებით აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ამ წუთებში კი პარლამენტის შენობასთან მიემართებიან.

მოსახლეობა საფინანსო ინსტიტუტებს მიმართავს, რომ ჰესების მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტონ.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები