26 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაბულის ცენტრში აიფეთქა, სამიზნე კი უცხოური კონტრაქტორი კომპანია იყო.

ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა. აფეთქების შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

დღის ამბები