23 ივლისი 2018,   13:30
ვრცლად
გუდაურის საბაგიროს ინციდენტი - უცხოელი ექსპერტების წინასწარი დასკვნა ცნობილია

გუდაურის საბაგიროს ინციდენტზე უცხოელი ექსპერტების წინასწარი დასკვნა ცნობილია.

კომპანია "ბიურო ვერიტასის" მიერ გუდაურში ჩატარებული ექსპერტიზის პირველად დასკვნას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს გაასაჯაროებს.

რა გახდა 16 მარტს გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა - ამ კითხვაზე პასუხს ეკონომიის მინისტრი რამდენიმე საათში ბრიფინგზე გასცემს. მანამდე კი წინასწარი დასკვნის დეტალებზე არ საუბრობენ.

შემთხვევა საძელე საბაგიროზე გუშინ 16 მარტს მოხდა. საბაგირომ უკუსვლა მოულოდნელად დაიწყო.

შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, რომელთა ნაწილს მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისში გადმოყვანა დასჭირდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები