26 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
ნადეჟდა სავჩენკოს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

კიევის სასამართლომ რადას დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიება 2018 წლის 20 მაისამდე იმოქმედებს, რაც გირაოს გადახდას არ ითვალისწინებს.

ნადეჟდა სავჩენკომ საქმეს "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა და სასამართლოს განუცხადა, რომ უკრაინიდან არ გაიქცევა. 

სავჩენკო ეჭვმიტანილია კონსტიტუციური წყობისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაში, დანაშაულებრივი ჯგუფის მომზადებასა და ტერორისტული დაჯგუფების შექმნაში, ასევე იარაღის უკანონოდ ფლობაში.

ნადეჟდა სავჩენო სამართალდამცველებმა 22 მარტს დააკავეს.

დღის ამბები