26 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
შეტაკებები ბარსელობაში - არიან დაშავებულები

ბარსელონაში შეტაკებები ,თითქმის, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ათასობით დემონსტრანტი სამართალდამცველებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ სეპარატისტების 5 ლიდერის ახლიდან დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

დაკავებულთა შორისაა რეგიონის პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატიც. მოსამართლემ ბელგიასა და შოტლანდიაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის კარლეს პუჩდემონის, დაკავების ევროპული ორდერიც გასცა.

აქციის დროს მომიტინგეები ბარსელონაში ფედერალურ შენობებთან მიახლოებას ცდილობდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალოვანებმა ხელკეტები გამოიყენეს. შეტაკების დროს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 

დღის ამბები