02 მაისი 2024,   01:39
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დაიწყო
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დაიწყო. ნიკა მელიას საქალაქო სასამართლოში მხარდამჭერები დახვდნენ. 
ხალხის რაოდენობის გამო, ნიკა მელიას მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დარბაზში შესვლა ვერ შეძლო.
ნიკა მელიას ადვოკატი მოსამართლეს მოუწოდებს ნუ მოექცევა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ.
ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში ოჯახის წევრების გარეშე მივიდა. მისი თქმით მას არ სურს მისმა ახლობლებმა ივანიშვილის ფარსში მიიღონ მონაწილეობა.
ადვოკატის ინფორმაციით საქმეში მოწმეებად კახეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და კოკა ყანდიაშვილის კუთვნილი სააგენტოს ჟურნალისტი არიან.
ნიკა მელია ამბობს, რომ მოსამართლეს ძალიან გაუჭირდება მის დაკავებაზე უარის თქმა, იმიტომ, რომ გუშინდელი დღე რამდენაირად უნდა გაამართლონ.
ნიკა მელიას საქმეს მოსამართლე თემურ გოგოხია განიხილავს.
ნიკა მელიას პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მონაწილეობას და ხელმძღვანელობას ედავება.
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები