20 მაისი 2024,   14:46
ვრცლად
U19 - ხვალ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება

ხვალიდან საქართველოში ფეხბურთში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს გარდა პორტუგალიის, შვედეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იბრძოლებენ. მომავალ ტურნირზე არ ითამაშებს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ 8 საუკეთესო გუნდში მოიხვედრა ვერ შეძლო.

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გუნდები ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. A ჯგუფში საქართველო, ჩეხეთი,შვედეთი და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ. B ჯგუფში კი გერმანია, ჰოლანდია, ბულგარეთი და ინგლისი შეეცდებიან საუკეთესო შედეგის ჩვენებას.

ევროპის ჩემპიონატი ხვალ ქალაქ გორში გაიხსნება, სადაც საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები თავის პირველ შეხვედრას პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: GFF

დღის ამბები