20 მაისი 2024,   12:50
ვრცლად
გერმანიის ნაკრებმა კონფედერაციის თასი მოიგო

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გერმანიის ნაკრებმა კონფედერაციის თასი მოიგო. ფინალში ბუნდეს ნაკრებმა ჩილე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-20 წუთზე ჩილეს დაცვის ხაზის შეცდომის შემდეგ ლარსშტინდლმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ჩატარებულ ტურნირზე გერმანიამ მეორე შემადგენლოპბით იასპარეზა და ისტორიაში პირველად გახდა კონფედერაციის გამარჯვებული.

პორტუგალიის ნაკრებმა კი ტურნირზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მექსიკა 2:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

დღის ამბები