20 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
U19 - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრა გამართა და შვედეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. 31-ე წუთზე კი კონტრშეტევის შემდეგ თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა.

გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა 3 ქულა მოაგროვა და ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად ბოლო ტურში ჩეხეთის დამარცხება სჭირდება. მატჩი 8 ივლისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 ფოტო: GFF

დღის ამბები