26 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
მადრიდის რეალის მცველს გულის პრობლემები დაუდგინეს

მადრიდის რეალის და ესპანეთის ნაკრების მცველს, დანი კარვახალს, გულის პრობლემები აღმოუჩინეს. კარვახალს გულის პერანგის ანთება დაუდგინეს. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდის რეალმაც დაადასტურა.

კარვახალს დაახლოებით 6 კვირის გამოტოვება მოუწევს, თუმცა სარეაბილიტაციო კურსის ზუსტი დრო უცნობია.

რამდენიმე დღის წინ განაპირა მცველმა მადრიდელებთან ახალი ხუთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში კარვახალმა სამეფო კლუბის რიგებში 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა. ფეხბურთელის ტრავმის შემდეგ ზინედინ ზიდანს საკადრო პრობლემები აქვს. ბლანკოსის ლაზარეთში კიდევ 5 ძირითადი გუნდის წევრი მარსელო, ტეო ერნანდესი, ბეილი, ბენზემა და კოვაჩიჩი იმყოფება. 

 

დღის ამბები