27 ივლისი 2024,   04:57
ვრცლად
აქედან ან მკვდარს გაგვიტანენ ან მივაღწევთ ჭეშმარიტებას - ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს 

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი გრძელდება. მათ მთელი ღამე პარლამენტის შენობასთან გაათენეს და ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან.

ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციაზე გამოსვლები კი დღეს საღამოს 19:00 საათიდან განახლდება. ზაზა სარალიძემ გუშინ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

სარალიძემ მაჩალიკაშვილთან ერთად ხელისუფლებას გადადგომისა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობის დასაწყებად 24 საათიანი ვადა მისცა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის  თქმით, რადიკალურ გადაწყვეტილებამდე ის ხელისუფლების ნაბიჯებმა მიიყვანა, რადგან მისი შვილის მკვლელი დასჯილი ამ დრომდე არ არის.

„არც ცნობს როგორც ხედავთ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ დასკვნას და უწოდებენ პოლიტიკურად ანგაჟირებულს. თავად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, თავად არიან მკვლელების დამცველები და თავად არიან ამ საქმის გამყალბებლების დამცველები. აქედან გამომდინარე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ამ ხელისუფლებამ დაკავებული თანამდებობა. მანამ გავაგრძელებ შიმშილობას, მანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. აქედან ან მკვდარს გაგვიტანენ ან აუცილებლად მივაღწევთ ჭეშმარიტებას,“-განაცხადა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ პანკისიდან ჩამოსული ქისტებიც.

დღის ამბები