04 თებერვალი 2023,   16:54
ვრცლად
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი საკრებულოს უფლებამოსილების მოხსნის თხოვნით მიმართავს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართავს. აბაზოვის თქმით, სასამართლო პროცესების მსვლელობის პარალელურად, არ სურს, ეკავოს თანამდებობა და გადაწყვეტილებას ამ სტატუსის გარეშე დაელოდება. უფლებამოსილების მოხსნის შესახებ საკრებულო რამდენიმე დღეში იმსჯელებს.

„მე ვრჩები პარტიაში,  როგორც ვიყავი, უბრალოდ ამ პერიოდში ვფიქრობ, რომ არ იქნება მიზანშეწონილი ასეთი ბრალდებით, ასეთი ბინძური პროვოკაციის შემდეგ, გავაგრძელო იგივე თანამდებობაზე მუშაობა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, სადაც არანაირი სამხილი და ფაქტები არ არსებობს, რომ მე ვიღებდი მონაწილეობას და რამე გამეკეთებინოს. დღესაც კი არ არის იმის ფაქტი, რომ იქ რა სითხე იყო. დღესაც კი არ აქვს პროკურატურას პასუხი, რა სითხე იყოს ის სითხე,“- განაცხადა აბაზოვმა.

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით თემურ აბაზოვი პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დააკავა. საქმის მასალებით, რომელიც სამართალდამცველებს აბაზოვის წინააღდეგ აქვთ, მან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, მარნეულის მცხოვრებს ჭიქაში მოშარდვა და შარდის სახეზე წასმა აიძულა. ეს პროცესი ვიდეოკამერის საშუალებით გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. მას შემდეგ, რაც მომხდარი ჟურნალისტებმა გაიგეს, შს სამინისტრო იძულებული გახდა, მარნეულის მერი დაეკავებინა. ის არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს. 

დღის ამბები