22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
ივანიშვილის მოციქულმა პრემიერმა ვერ გაბედა იმ დარბაზში შესვლა, სადაც გავრილოვი იჯდა - რომან გოცირიძე

პრემიერმა ვერ გაბედა იმ დარბაზში შესვლა, რომელშიც იჯდა გავრილოვი და გუშინ დაანონსდა პოლიტიკური რეპრესიები - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე დღეს პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად აღარ მივა.

რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს პრემიერი გადამალოს,  გიორგი გახარიას კი ხვალ 20 ივნისს დაღვრილი სისხლი ჩამორეცხონ.

"პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა მოსვლა, პირდაპირ არის ეს კანონის დარღვევა. ვერ გაბედა იმიტომ, რომ რა სინდისით უნდა შემოსულიყო ამ დარბაზში, სადაც ერთი კვირის წინ იყო გავრილოვი, სადაც გუშინ ჩაიდინეს საშინელი უკანონობა, პრაქტიკულად პოლიტიკური რეპრესიების სტარტის მიცემა დაანონსდა ამ დარბაზში. პრემიერს, რომელიც ფაქტობრივად არის ივანიშვილის მოციქული და ფორმალურად ჰქვია მას პრემიერი, ძალიან გაუჭირდებოდა იმ უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში. გარდა ამისა, დღეს დაინიშნება სულ მალე სასამართლო, რომელიც არის ივანიშვილის ჯიბის სასამართლო და ბუნებრივია, გადაწყვეტილება ის იქნება რასაც უბრძანებს ივანიშვილი.

"როგორც ჩანს აქვთ ჩანაფიქრი, რომ პრემიერის გადამალვით, ხვალ აქ თეთრი რაშით შემოიყვანონ გიორგი გახარია და გიორგი გახარია წარმოაჩინონ ხელისუფლების მთავარ სახედ  და უნდათ ამ დარბაზში ჩამორეცხონ ის სისხლის რომელიც მან დააყენა ქუჩაში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები