26 იანვარი 2022,   03:51
ვრცლად
"მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ დიქტატის ქვეშ საარჩევნო კანონმდებლობის განსაზღვრა" - ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს

ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პარალელურად, საარჩევნო კანონმდებლობაში ისეთი მუხლების ჩადებას გეგმავს, რაც პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს - აცხადებენ ოპოზიციაში. 

ხელისუფლების ოპონენტები იმგვარ ცვლილებებზე მიუთითებენ, რომელიც განსხვავებული აზრის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. საუბარია სარეკლამო ვიდეო რგოლებში ნეგატიური ინფორმაციის შეზღუდვაზე. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობას დიქტატის ქვეშ განსაზღვრავს.

ლევან ბეჟაშვილი-ის სურათის შედეგი"სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა ისეთი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკულად წინა არჩევნებზე რაც კი მათ პრობლემის სახით ჰქონდა ოპოზიციისგან დასხდნენ სახელმწიფო უწყებებთან ერთად ეს პრობლემები და ხვრელები ამოავსეს, რომელიც ოპოზიციას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა საარჩევნო კამპანიის დროს. ვნახეთ ბევრად უფრო დამძიმებული საარჩევნო გარემო. პრაქტიკულად მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ დიქტატის ქვეშ საარჩევნო კანონმდებლობის განსაზღვრა,“-აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ ცვლილებათა პაკეტში ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც მსჯელობას საჭიროებს. მისი შეფასებით, მთავარია, რომ ოპოზიციამ შეძლოს ხელისუფლების დარწმუნება, რათა საარჩევნო გარემო შედარებით გაუმჯობესდეს.

ოთო კახიძე-ის სურათის შედეგი„პრევენციის საშუალება,რომ უბანზე თავისუფლად მიხვიდე, არ გაიძულონ, რომ გადაუღო ბიულეტენს, ხელი მოაწერო შენს არჩევანს, რითაც ფარულობა ირღვევა- ეს საკითხები მიგვაჩნია, რომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. რეკლამის საკითხი იქნება თუ დაფინანსების საკითხი, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ ამ ფორმატში. მაგრამ მთავარი გზავნილი, რომელიც საზოგადოებისთვის გვაქვს ივანიშვილის ხელისუფლება არის განწირული.

არჩევნებზე, დემოკრატიული წესით უნდა უზრუნველვყოთ მისი ჩანაცვლება. ეს არჩევნები იქნება ამ კუთხით გამორჩეული. შევეცდებით, დავარწმუნოთ ხელისუფლება რომ საარჩევნო გარემოც იყოს გაუმჯობესებული,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

დაფინანსება, სარეკლამო დრო, ცესკოს დაკომპლექტების წესი - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროცესში დეპუტატი ეკა ბესელია პრინციპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისია იმგვარად დაკომპლექტდეს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ იყვნენ დომინანტები.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი„ესეც პრინციპული საკითხია, რომ მმართველ პარტიას არ ჰქონდეს სრული დომინანტი და იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი სხვა პოლიტიკური ძალები, იმისთვის, რომ დემოკრატიული გარემო მივიღოთ.

ასე რომ, ამ პაკეტში არის საკმაოდ ბევრი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებას სცდება .არ არის ბლოკებთან დაკავშირებითაც არ არის ჩანაწერი.  რამდენიმე პრინციპული რეკომენდაციაა, რომელიც აქვს ეუთოს ოდირს და ევროსაბჭოს და ამ რეკომენდაციების გაზიარება იქნება მნიშვნელოვანი,“-განაცხადა ბესელიამ. 

მნიშვნელოვანი ცვლილება შედის პარტიების დაფინანსების წესშიც. თუ აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტია დაფინანსებას მიღებული პროცენტული მაჩვენებლით იღებდა. ახალი წესით, ახლა დაფინანსება იმ ხმების რაოდენობით განისაზღვრება, რომელსაც პარტია არჩევნებში მიიღებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები