20 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
ბაღების თანამშრომელთა შესაძლო იძულება "ქართული ოცნების" მხარდაჭერის მოთხოვნით - სამოქალაქო სექტორი პროკურატურას მიმართავს 

ბაღების სააგენტოს მიერ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლო იძულების საკითხზე, მესამე სექტორი მთავარი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ უწყებათაშორის კომისიასაც.

მათი განცხადებით, მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით არსებულ ეჭვებს გამოქვეყნებული მასალა კიდევ უფრო ამყარებს.

„ბაღების სააგენტოს, რომელთა მიმართაც დაქვემდებარებაში არიან სხვადასხვა ბაღების დირექტორები და თანამშრომლები, მათი მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იძულებას, საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და წინასაარჩევნო კამპანიაში ბაღების დირექტორების იძულებით ჩართვას. თუ დადასტურდება ეს ფაქტები, შესაბამის პირებს უნდა დაეკისროთ ადეკვატური პასუხისმგებლობა,“-განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

საქმე ეხება "სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და საიდანაც ირკვევა, რომ სკოლამდელი დაწესებულებების დირექტორების ნაწილი სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენს და ანგარიშს ბაღების სააგენტოს უგზავნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები