26 დეკემბერი 2024,   17:06
ვრცლად
არანაირი პოლიტიკური შეთანხმება, სააკაშვილის ექსტრადირების დაჩქარებაზე არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

„არანაირი პოლიტიკური შეთანხმება, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესი საქართველოში დაჩქარდეს, უკრაინის მხარესთან არ არსებობს“ - ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილის საკითხი სამართლებრივად განიხილება და პოლიტიკური ინტერესი აღნიშნულთან მიმართებაში არ არსებობს.

„არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ საკითხთა დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ჩვენი წყალობით, მადლობა ღმერთს მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში. არანაირი ინტერესი ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს ეს საკითხი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ უმრავლესობის წევრები. მამუკა მდინარაძის განცხადებით, რაიმე შეთანხმება უკრაინულ მხარესთან სააკაშვილის გადმოცემის თაობაზე არ არის მიღწეული.

"აქ არის ფორმალურ მხარეზე საუბარი, რომ ჩვენმა მხარემ რამდენჯერმე მიმართა უკრაინის პროკურატურას, სანამ მას დააკავებდნენ, თუმცა ამაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა, დღეს მათ თავსი სამართალწარმოება აქვთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

უკრაინაში, პიჩორის ოლქის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს. 

დღის ამბები