26 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
დარიალს მიაკალით 20 ადამიანი - სეისმოლოგი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ჰესების არასწორ მშენებლობას შეიძლება, მოჰყვეს

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც კაშხლის ან ჰიდროენერგოსადგურის მშენებლობებს შეიძლება, მოჰყვეს.

მისი თქმით, წლები სჭირდება იმის შესწავლას, შეიძლება თუ არა კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული ნაგებობის განთავსება და მითუმეტეს მაშინ, როდესაც იქ უნდა დაგუბდეს წყალი.

მან მაგალითად ენგურის კაშხალი მოიყვანა და თქვა, რომ მაშინ, როდესაც 1970-იან წლებში კაშხალი შევიდა ექსპულატაციაში, ამას მოჰყვა რეგიონში სეისმურობის მომატება და ასეთი საფრთხის წინაშე დგას ყველა ის ტერიტორია, სადაც ახლა ჰესის მშენებლობა იგეგმება.  

„კაშხალი, ჰიდროელექტროსადგური კეთდება იქ, სადაც არის მთები. მთებია იქ, სადაც მიდის მთათა წარმოშობის პროცესი, ანუ აქტიური ტექტონიკა. აქტიური ტექტონიკის შემთხვევა იმას მიუთითებს, რომ იქ აუცილებლად მიწისძვრები ხდება და ყველა ეს ნაგებობა ძალიან საშიშია მიწისძვრის დროს. განსაკუთებით საშიშია, თუ თქვენ იქ წყალს დააგუბებთ,“ - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

სეისმოლოგი GAMA Consulting-ის დასკვნებსაც გამოეხმაურა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობს.

სპეციალისტი ამბობს, რომ ხდება დასკვნების კოპირება, რაც დაუშვებელია.

თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ თუნდაც დარიალჰესის შემთხვევაში რაც მოხდა, ეს არ იყო მეწყერი. მისივე თქმით, დაუშვებელი იყო ამ ადგილზე კაშხლის ამ სახით მშენებლობა.

"დარიალს მიაკალით 20 ადამიანი," - განაცხადა თეა გოდოლაძემ. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან დაინტერესებულები კონკრეტულ ჰესების მშენებლობით. 

მწვანე ალტერნატივის მონიტორინგის კოორდინატორს, დათო ჭიპაშვილს, მაგალითისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურა ალავიძე, მოჰყავს, რომელსაც მინისტრის პოსტის დაკავებამდე დარიალჰესის მშენებლობით დაკავებულ კომპანიაში მაღალი თანამდებობა ეკავა.
 

დღის ამბები