04 მაისი 2024,   02:59
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - პროტესტის ნიშნად „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სხდომა დატოვეს

ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები საკითხს მეორე მოსმენით განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობა სხდომის დახურვას ითხოვდა, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს შორის მცირე შეკამათებაც მოხდა.

„ძალიან ვთხოვ ჟურნალისტებს, ნუ მოძებნიან რაღაც სასკანდალოს, ეს არის ჩვეულებრივ პოზიცია, რომელიც მე გამაჩნია, ეკას აქვს ეს პოზიცია, მე ეს პოზიცია. მე ვთქვი, რომ კითხვებს ღიად ვერ ვსვამ, რადგან არსებობს სამართლებრივი ხარვეზები, პრობლემები, რომელიც ქურდული ტრადიციების მატარებელ ხალხს უკავშირდება,“- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ.

სხდომის დატოვების შემდეგ დეპუტატებმა ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთეს.

„პასუხებს ვერ მოვისმენდი იმ კითხვებზე, რომელიც გვაწუხებს. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას შესაბამისი სტრატეგია და მომზადება სჭირდება,“- განუცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

დღის ამბები