26 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
რესტორნები 277 მეტრ სიმაღლეზე - სატელევიზიო ანძაზე ტურისტული სივრცე მოეწყობა

ტურისტული სივრცე ტელეანძაზე - ტელერადიოცენტრი სატელევიზიო კოშკის მოდელირების კონცეფციას ამუშავებს. ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად ტენდერი საქართველოს ტელერადიოცენტრმა უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაინტერესებულმა მხარემ პროექტში კვების ობიექტისათვის მოძრავი იატაკის მოწყობის შესაძლებლობის კვლევა, ვიზიტორთა გათვალისწინებით - საგამოფენო სივრცის დაგეგმარება და სტუმრებისათვის განკუთვნილი ლიფტის კონცეფცია უნდა შექმნას.

ტურისტების სივრცე 277 მეტრიანი სატელევიზიო ანძის პირობითი 15 სართულიდან ერთ-ერთზე მოეწყობა. კონსტრუქციის ფორმა კი დედაქალაქის მთავარ სიმბოლოს უნდა მიესადაგოს.

დღის ამბები