07 მაისი 2024,   01:55
ვრცლად
"ეს არ არის ამათი გამოგონილი ველოსიპედი, ეს არის ანალოგი, როდესაც სააკაშვილმა, მმართველობის ბოლო ჟამს, სტადიონზე ძალით შეყარა ხალხი" - ანა ბუჩუკური 29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ შეკრებამდე 3 დღე რჩება. უმრავლესობა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 29 აპრილს პარლამენტთან დაგეგმილი ღონისძიება საზოგადოების მოთხოვნაა, რადგან გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ, რეალურად კი ეს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის პოზიციაა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ემზადება.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპიროს.

"ეს არის ივანიშვილის მცდელობა, რომ საქართველოს მოქალაქეები საზოგადოება დაყოს, ერთმანეთს დააპირისპიროს. ეს არ არის ამათი გამოგონილი ველოსიპედი, ეს არის ანალოგი, როდესაც სააკაშვილმა, მმართველობის ბოლო ჟამს, სტადიონზე ძალით შეყარა ხალხი", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დღის ამბები