26 აპრილი 2024,   20:15
ვრცლად
რუსეთის სახელმწიფო ტელეარხი, სავარაუდოდ, იულია სკრიპალის საუბრის ჩანაწერს ავრცელებს

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა აუდიოჩანაწერი გაავრცელა და ირწმუნება, რომ ტელეფონით სოლსბერის საავადმყოფოში მყოფი იულია სკრიპალი და მისი ბიძაშვილი საუბრობენ.

ჩანაწერში რუსი აგენტის ქალიშვილი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან მალე გაწერენ. იულია სკრიპალი მამის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, უცნობია.

ნეიროტოქსინით მოწამლული იულია სკრიპალის წერილობითი განცხადება სკოტლანდ იარდმაც გაავრცელა, სადაც ის მადლობას უხდის ბრიტანელებს მხარდაჭერისთვის და წერს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.

დღის ამბები