26 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გაიხსნა და საღამოს 7-ზე დაიხურება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ვიქტორ ორბანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს მესამე ვადით ჩაიბარებს, რადგან მისი მემარჯვენე პარტია ოპოზიციურ გაერთიანებებს რეიტინგში მინიმუმ 20 პუნქტით უსწრებს. შესაბამისად ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მმართველი გუნდი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მოიპოვებს. არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. 

დღის ამბები