26 აპრილი 2024,   21:21
ვრცლად
მეუფე გრიგოლის ხედვები არის უფრო გასაგები და თანადროული, ვიდრე მაგალითად, მოსაყდრის - თეოლოგი

„მისი ხედვები არის უფრო თვალნათელი, გასაგები და თანადროული, ვიდრე მაგალითად, მოსაყდრისა,“ - ასე აფასებს თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო ეპისტოლეს, სადაც მეუფე გრიგოლი აღნიშნავს, რომ ეკლესია უფრო გამჭვირვალედ უნდა იმართებოდეს.

თეოლოგის, გიორგი ტიგინაშვილის თქმით, მეუფე გრიგოლს საპატრიარქო ტახტზე დადგინების გზაზე საკმაოდ მაღალი შანსები აქვს.

„იკვეთება მისი მხრიდან ლიდერი, რომელსაც საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრული შეხედულებები, პლატფორმა და ვექტორი გააჩნია, რომელიც არის მაღალკვალიფიციური, ძლიერი ადმინისტრატორი, გამოცდილი და ბუნებრივია, მისი შანსები საპატრიარქო ტახტზე დადგინების გზაზე იზრდება და ის რეალური კანდიდატია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ხედვები არის უფრო თვალნათელი, გასაგები და თანადროული, ვიდრე მაგალითად, მოსაყდრისა,“ - განაცხადა თეოლოგმა.

მეუფე გრიგოლმა სააღდგომო ეპისტოლეში მთავარ პრობლემად ე.წ. ციანიდის სკანდალური საქმის გამოძიების მიმდინარეობა დაასახელა, რომელიც ამ დრომდე სრულყოფილად არ არის ჩატარებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები