26 აპრილი 2024,   17:40
ვრცლად
ოჯახური ძალადობა - ახალგაზრდა დედა ქმრის ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლია  

ახალგაზრდა დედა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა. 35 წლის ქალს, უკვე ორი წელია ქმრის ოჯახის წევრებისგან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა და შიშის ქვეშ ცხოვრება უწევს.

ქობულეთის სოფელ ალბარიში უკვე ყველამ იცის, რომ მეორე წელია, რაც ქმრის ოჯახში მას ფიზიკურად უსწორდებიან. ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაურთულდა, რაც რუსუდან გორგაძე ქმარმა ორ შვილთან ერთად, დედამთილსა და მამამთილთან დატოვა.

ბოლოს, რძალი და მისი ყოფილი ქმრის ოჯახის წევრები ერთმანეთს თებერვალში დაუპირისპირდნენ. რუსუდან გორგაძე ამბობს, რომ მამამთილმა სცემა და ის იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა.

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება მალევე დაიწყო და რუსუდან გორგაძის მამამთილიც დააკავა. 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ კი ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულმა საპატიმრო 3ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ამჟამად მასზე, რძლის ჩვენების საფუძველზე, შემაკავებელი ორდერია გაცემული.

ავტორი:სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები