04 მაისი 2024,   18:40
ვრცლად
მსჯელობა შეწყალების სტანდარტების დახვეწაზე - პრეზიდენტი კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სასჯელაღსრულების მინისტრს და შეწყალების კომისიის წევრებს ხვალ შეხვდება. განხილვის მთავარი თემა გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც მიხედვითაც დროებით ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით შეწყალების აქტი აღარ გამოიცემა. ინიციატივა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. შეხვედრაზე საუბარი იქნება ასევე ინიციატივაზე - გაფართოვდეს შეწყალების კომისიის შემადგენლობა.

 

დღის ამბები