26 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
უმრავლესობა სუს-ის მიმართ ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება

საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშს დადებითად აფასებს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეს ანგარიში სტაბილურობის შენარჩუნების მაგალითია.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება ოპოზიციამ ეს პოლიტიკურ მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს. "ქართული ოცნების" დეპუტატების საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებებს აკრიტიკებენ.

ოპოზიციის განცხადებას, რომ 2017 წლის ანგარიშში საფრთხეები სწორად არის წარმოდგენილი, თუმცა ამ გამოწვევებთან დაპირისპირების გზები სათანადოდ შეფასებული არ არის, გია ვოლსკი პასუხობს.

„ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც „სათანადოდ შეაფასა,“ მაგრამ მივიღეთ ის, რომ ქვეყნის 20% გვაქვს ოკუპირებული. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც ამის წინაპირობები არათუ ვერ დაინახა არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ანალიზსა და სტრატეგიულ გზას არ დაუჯერა“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი სოფო კილაძე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანის უფლებების დარღვევის გაგრძელებად განიხილავს არჩილ ტატუნაშვილის საქმეს და იმედს იტოვებს, რომ გამოძიება ობიექტური იქნება.

„არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეს საკითხი არ აწუხებდეს ეთნიკური ქართველები იდევნებიან, შეზღუდულია მათი უფლებები, მათ შორის საკუთარ ენაზე განათლების მიღება და მიდის სრული რუსიფიცირების პროცესი.

"ტატუნაშვილის საკითხი არის ფაქტობრივად გაგრძელება ადამიანის უფლებების დარღვევის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და იმედი მაქვს გამოძიება მივა ჭეშმარიტებამდე,“-აცხადებს კილაძე.

დღის ამბები