26 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
პროკურატურა, მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა ამ საქმეს თვითონ აძლევენ პოლიტიკურ ელფერს - მოკლული დავით სარალიძის მამა

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანების მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. ამ წუთებში ერთ-ერთი ექსპერტი იკითხება. პროცესზე 5 მოწმის დაკითხვა იგეგმება.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის, განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მოზარდების მკვლელობის საქმე პოლიტიკურ ელფერს იძენს.

ზაზა სარალიძის თქმით, სუბელიანი, რომლის შვილი 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, ცრუობს.

მოკლულის მამამ სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას, განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით სუბელიანი პროკურატურას აშანტაჟებს და ცდილობს, მისი ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას აარიდოს.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩემი შვილის და ლევან დადუნაშვილის საქმემ, თითქოს, პოლიტიკურმა ელფერმა ჩაითრია. ზვიად კუპრავა ამ საქმეში პოლიტიკის გამო არ მოქმედებდა, ეს იყო ჩემი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ გამოკვეთილიყო და ობიექტურად ყოფილიყო გამოძიებული ყველაფერი. სამწუხაროდ, თვითონ პროკურატურა, პლუს მირზა სუბელიანი, პლუს ბორის კაკუბავა ამ საქმეს თვითონ აძლევენ პოლიტიკურ ელფერს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა ასევე ეჭვობს, რომ მეორე მოკლულ მოზარდს - ლევან დადუნაშვილს, ჭრილობები რამდენიმე დანით აქვს მიყენებული.

„ნათლად ამბობს ექსპერტი, რომ ლევან დადუნაშვილს აქვს გულის არეში მიყენებული ჭრილობა, ბარძაყის არეში და პლუს ორივე ხელის მტევანზე აქვს, ალბათ, იგივე დანით, ან სხვა დანით ჭრილობები მიყენებული, რომელიც მე, პირადად საფუძვლიან ეჭვს მიჩენს, რომ ლევან დადუნაშვილიც არა მარტო ერთი იარაღით არის მოკლული,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები