24 მაისი 2018,   15:59
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ის, რომ "რუსთავი 2"-ის საქმე რჩება ინტერესის საგნად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, მიუთითებს ამ თემის მნიშვნელობაზე"-სულხან სალაძე

მედიის საქმეებში ჩარევა დაუშვებელია! ეს, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, სადაც "რუსთავი 2"-ის საქმე და ზოგადად, საქართველოში არსებული მედიაგარემო მოხვდა, მედია ექსპერტები საუბრობენ. დოკუმენტში ხაზგასმულია შეშფოთება მთავრობის მიერ კრიტიკულ მედიაში ჩარევის შესახებ, ასევე მედიაპლურალიზმისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემები.

"რუსთავი 2"-ის საქმის კონტექსტში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ კრიტიკული მედიაზე ზეწოლისთვის ხელისუფლება სასამართლოს იყენებს.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან თუნდაც "რუსთავი 2"-თან მიმართებაში გადაიდგა, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ შეიზღუდოს მედია დამოუკიდებლობა. პაატა გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამ სიტუაციის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და ხელისუფლებამ ის უნდა გამოიყენოს.

„კიდევ ერთხელ უნდა გამოვიტანოთ ეს დასკვნა, რომ არსებული პრობლემები იქნება ეს მედიის მიმართულებით, მართლმსაჯულების მიმართულებით თუ სხვა, არსად არ დაიმალება და შესაბამისად იმის ნაცვლად, რომ მეტი ძალისხმევა იყოს მიმართული სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე, არ უნდა ხდებოდეს ძალისხმევის და ყურადღების გადატანა სხვა თემებზე. ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა ყველა ეს ნაბიჯი სამწუხაროდ, იმისთვის იყო, რომ შეზღუდულიყო მედიადამოუკიდებლობა და უფრო მეტიც, საერთოდ შეცვლილიყო, მაგალითად კონკრეტულად  „რუსთავი 2“ მაქვს მხედველობაში, ამ არხის შემთხვევაში სარედაქციო პოლიტიკა,“-განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.  

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა სწორედ ის პრობლემები, რაზეც მესამე სექტორი ხშირად საუბრობდა.  

„პრობლემები, რასაც ხედავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არის ის, რაზეც მანამდეც ხშირად ვსაუბრობდით. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევები მედიათავისუფლების კუთხით. რა თქმა  უნდა სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით სახელმწიფო ჯერ კიდევ ლიდერი რჩება რეგიონში მაგრამ ამავდროულად კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ლიდერობა შენარჩუნებულია სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი დიდი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სახით, რომელიც კრიტიკულ აზრს, ხელისუფლებისადმი არმოსაწონ აზრს ავრცელებს საზოგადოებაში,“-განაცხადა გიორგი მშვენიერიძემ.

ანგარიშს ეხმაურება საია-ც. სულხან სალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს მედია პლურალიზმს.

„ის გარემოება, რომ რუსთავი ორის საქმე კვლავაც რჩება ინტერესის საგნად დეპარტამენტის ანგარიშში მიუთითებს ამ თემის მნიშვნელობაზე,“-განაცხადა სულხან სალაძემ.  

დღის ამბები