17 ივლისი 2019,   07:38
ვრცლად
"სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო ჰაერის დაბინძურების კუთხით, სამწუხაროდ ჩვენი ქალაქიც არ არის გამონაკლისი"-კალაძე

საქართველოში ამერიკის საელჩომ „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება მოაწყო. მასში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და თბილისის მერი ჩაერთვნენ. ღონისძიების ფარგლებში ელიზაბეთ რუდმა და კახი კალაძემ კუთვნილ ავტომობილებში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვი შეამოწმეს, რითაც სუფთა ჰაერის შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. მათი თქმით, თბილისში გარემოს დაცვის კუთხით ერთ-ერთი დიდი პრობლემა სწორედ ჰაერის დაბინძურებაა და ეს პრობლემა ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოგვარდეს. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ავტოტესტის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

„48 წელია მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობით და სამწუხაროდ ჩვენი ქალაქიც არ არის გამონაკლისი. სერიოზული პრობლემებია ამ მიმართულებით,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით ივლისიდან დაიწყება სახელმწიფო დაწესებულებების კუთვნილებაში არსებული ავტომანქანების ტექდათვალიერება, რაც ხელს შეუწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

დღის ამბები